среда, 26 февраля 2014 г.

პროექტის მიზანი და ამოცანები

პროექტის მიზანი:
1. გავაცნო მოსწავლეებს ისტორიულ-გეოგრაფიული ძეგლები გორი-უფლისციხის მიმართულებით.
2. ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში: დაკვირვების, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებას.

ამოცანები:
1. ლაშქრობის მოწყობა უფლისციხეში
2. ურთიერთთანამშრომლობა სხვა კლასის მოსწავლეებთან
3. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
4. მოძიებული მასალის გამოყენება-გაშუქება


ამოცანა 1. ლაშქრობის მოწყობა უფლისციხეში.

ღონისძიება:1. ლაშქრობისათვის საჭირო გარემო პირობების შექმნა.

საქმეები:
* წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები, მარშრუტის განსაზღვრა ( რუკის, გეგმის შედგენა).
* წასვლის და დაბრუნების დრო.ადამიანური რესურსების მოძიება(ექსკურსიამძღოლი, ოპერატორი და ა.შ.)


ღონისძიება: 2. საველე პირობებისათვის ინვენტარისა და შესასრულებელი სამუშაოს მოძიება.

საქმეები:
* შესაფერისი ტანსაცმლის მომზადება.
* კვების პროდუქტების მომზადება.
* მედიკამენტების მომზადება.
* კვლევისათვის საჭირო ხელსაწყოების მომზადება(კომპასი, თერმომეტრი,გასართობი საშუალებები).


ამოცანა 2. ურთიერთთანამშრომლობა სხვა კლასის მოსწავლეებთან.

ღონისძიება:1. სამუშაო ჯგუფის შექმნა და მათი ფუნქციების განსაზღვრა.

საქმეები:
* გეოგრაფების ჯგუფი (ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რელიეფზე და ჰავაზე დაკვირვება)
* ისტორიკოსების ჯგუფი (ისტორიულ ძეგლზე მონაცემების შეგროვება, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა)
* ფოტოგრაფების ჯგუფი ( ფოტომასალის შეგროვება)
* ბიოლოგების ჯგუფი ( მცენარეულობის და ცხოველთა სამყაროს შესახებ ინფორმაციის მოძიება).
* ეკოლოგების შეგროვება ( ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვება).
* გეოლოგების ჯგუფი ( შეისწავლის ადგილის გეოლოგიურ აგებულებას, ქანების შემადგენლობას).


ღონისძიება: 2. გასართობი ღონისძიებების მომზადება.

საქმეები:
* კოცონის ანთება
* მშობლების და მოსწავლეთა ჩართვა ღონისძიებაში
* სპორტული ღონისძიებების მოწყობა


ამოცანა 3. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.

ღონისძიება: 1. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეჯერება გაკვეთილზე და სწავლის ხარისხის ამაღლება.


საქმეები:
* ლაბორატორიული კვლევების ჩატარება
* მცენარეებისაგან ჰერბარიუმების დამზადება
* ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების ანალიზი ( ლეგენდები, თქმულებები და ა.შ.)
* ქანების, მინერალების შეგროვება, კოლექციების შექმნა ).
* ბუნების ძეგლების ჩანახატი, ფოტომასალის მომზადება.


ამოცანა 4. მოძიებული მასალის გამოყენება, გაშუქება.

ღონისძიება: 1. ბუკლეტების, ელექტრონული ვერსიების შექმნა.

2. საკონფერენციო მასალის მომზადება.

საქმეები:
* საკონფერენციო მასალის ანალიზი.
* გადაღებული ფოტომასალების დალაგება.
* ჰერბარიუმების გამოყენება.


ღონისძიება: 3. კვლევის მასალის გაცნობა საზოგადოებისათვის


საქმეები:
* სასკოლო კონფერენციის მოწყობა
* თვალსაჩინო მასალის გამოფენა
* სტენდების მოწყობა
* ქანების კოლექცია
* ჰერბარიუმების გამოფენა
* ნამუშევრების წარდგენა
* საზოგადოების მოწვევა ( გეოგრაფები, ისტორიკოსები).

2. მოსალოდნელი შედეგები:

* მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ დაკვირვების, კვლევის უნარ_ჩვევები

* წარმოდგენა შეექმნებათ კლდეში ნაკვეთი ქალაქის უფლისციხის შესახებ.

* გაეცნობიან ბუნებაში საველე პირობებში ქცევის წესებს.

* მოხდება მოსწავლეების დაახლოვება, აზრის გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობა.

* ისწავლიან გუნდურ მუშაობას, ტექნიკის გამოყენებას.

* მოხდება მათი ფიზიკური წრთობა

* გამოუმუშავდებათ სიძნელეების დაძლევის უნარი.

* მოხდება თეორიული ცოდნის რეალიზაცია

* ამაღლდება მათი მოტივაცია, ბუნების სიყვარული

* ამაღლდება მათი ცოდნა

*გაეცნობიან ეკოლოგიურ პრობლემებს

* ისწავლიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.

3. მიზნობრივი ჯგუფი:
საბაზო საფეხურის 15-მოსწავლე.